суббота, 11 июня 2011 г.

ჩემს მომავალ შვილს!


მამი, არ ვიცი როგორი იქნები..არც ის ვიცი რა სქესის იქნები. ერთი ის ვიცი ზუსტად რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად მეყვარები. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ შენზე. და ძალიან ხშირად მინდება რომ მყავდე.
 ჯერ იქნება ალბათ 9თვე..ხშირად გაუფუჭდება დედიკოს ხასიათი, უმიზეზოდ იტირებს, რაც უყვარდა იმაზე ცხვირს აიბზუზებს, დედიკოს მუცელშიც ბევრს მოგეფერები და ამბებს მოგიყვები.
 მერე ერთ დღესაც რაღაც ტკივილი შეაწუხებს დედიკოს და ცოტა ხანში შენს პირველ ტირილსაც გავიგებთ, ჩემო პატარა გპირდები რომ მაგ დღიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ აღარასოდეს ვნახო შენს თვალზე ცრემლი. ყველაზე ბედნიერი ვიქნები როცა პირველად ხელში აგიყვან და შენს ლამაზ თვალებს ჩავხედავ. იმ თვალებს რომლის ყოველი დანახვისას ყველა ტკივილი დამავიწყდება.
 ბევრს მოგეფერები ჩემო სიცოცხლე. ძილის წინ ვითამაშებთ, ამბებს და ზღაპრებს მოგიყვები. ვერასოდეს ვერაფერს ვერ გავიგებ იმაზე ტკბილს როგორც იმას თუ როგორ დამიძახებ პირველად მამას. ბევრს ვითამაშებთ ერთად. შენ როცა იტირებ მეც ვიტირებ, მაგრამ როგორც უკვე შეგპირდი ყველაფერს ვიზავ რომ არ იტირო.
 ყველგან თან გატარებ სადაც შემეძლება, სადაც უშენოდ ვივლი იქედან ყოველთვის მალე წამოვალ რომ არ გალოდინო.

 მერე დავჯდებით და მეც შენთან ერთად ,,პირველად ვისწავლი'' ანბანს. ვეცდები საუკეთესო განათლება მიგაღებინო და ძალიან წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში შეგიწყო ხელი.

ალბათ იმასაც მეტყვი ვინ მოგეწონება და შეგიყვარდება, ბაღში, ეზოში ან სკოლაში.

გაგზრდი თავისუფლად ზედმეტი შებოჭვების გარეშე. გაგზრდი ისე რომ მე და შენ ყველაზე საუკეთესო მეგობრები გავხდეთ.


ჩემო პატარა უკვე ძალიან მიყვარხარ :*

Комментариев нет:

Отправить комментарий