четверг, 20 октября 2011 г.

Why Am I A Liverpool Fan?

I have been a great supporter of this club since my early childhood years when I started to know and play the game in school. That was in the 2005,when Liverpool won Milan In The Finale Of Champions League. I can still recall as a kid . We were so proud of this acheivement back then. Players like Steven Gerrard, Xabi Alonso,Jamie Carragher,Milan Baros,Riise to name a few automatically comes to mind.

As kids in primary school, we used to save some money back then to buy a copy of the SHOOT magazine just to read some of the news they have about our favorite club. I have been supporting LIVERPOOL since and there was never a moment that I have any intentions to support another club. I remember the many games played, the ups and downs and from Division football to the now Premier League football. There was never a dull moment.

The last few years were really a roller-coaster ride for the club with the change of ownership and managers till this year where we see a more permanent and committed owner and the return of the Reds’ favorite son. We all know Kenny Dalglish from his playing days till the time when he briefly managed the club when we last won the Premier league title back in 1991. We have not since but with current changes we look set for a much due comeback!!

As a supporter of the club, it is definitely my wish to see our team achieve what we have been missing for a long time. We currently have a strong team and with the inclusion of young bloods Adams and Henderson, we have a realistic chance this season to challenge for the League. With Dalglish in command, would not see why we are not able to go all the way to the top. The players should be able to blend in as a team in order to challenge with the other top teams. Dalglish has what it takes to ensure this takes place. We have seen this back in 1991 when he was the manager when Liverpool last won the League and now when he took over end 2010. As a manager, we see these qualities in him and trust his decisions will bring out the best from the team!!

среда, 19 октября 2011 г.

დეე,მენატრები...

ახლა ისე მენატრები, თითქოს ერთი საუკუნის უნახავი მყავდე. თურმე ასეთი ყოფილა მონატრება. დრო, ალბათ, მხოლოდ მონატრებას ვერ აუფერულებს, პირიქით, ამძაფრებს.ტკივილებს კურნავს დრო, მონატრებას _ ვერა. მენატრები და ამ სიტყვას არ შეუძლია ჩემი გრძნობების გამოთქმა. ბანალურია, მაგრამ ასეა...
ყველაფერში შენ მენატრები, ყველგან უშენობას ვგრძნობ... ვიცი, შენი მონატრება დასრულებადია... ჯერჯერობით. მერე, როცა დაუსრულებელი გახდება, რაღა მეშველება? არ მინდა ეგ რომ მოხდეს, არადა ვიცი, რომ ოდესმე მაინც უნდა მოხდეს... ოდესმე და არა ახლა, დღეს ან ხვალ...
დედა, მენატრები
დე, ჩემო... რა ვქნა? ვხვდები რომ უსასრულოდ გრძელდება ჩვენი დაშორება. ჰო, უსასრულოდ და ეს უსასრულობა ერთ თვეში არის მოთავსებული... უსასრულოა ჩვენი განშორება ერთ დღეშიც კი... ყოველთვის მინდოდა დრო ნელა გასულყო, გაწელილიყო. ახლა მინდა მალე დაღამდეს, მალე გათენდეს, მალე გავიდეს ეს დაწყევლილი დრო. იმიტომ, რომ შემიძლია ერთი უსასრულობის გასვლის შემდეგ შეგხვდე, გნახო, მოგეფერო ნაოჭებშეპარებულ სახეზე. დაგიკოცნო თვალები, ხელები, გულიც. გული...
უზომოდ მენატრები...
ყოველი დილა შენზე ფიქრით ირთვება, შენი მონატრებით გამოწვეული ცრემლით აბრწყინდება სხივი ჩემს ბალიშზე. მეშინია, ხშირად, რომ ერთ დღეს ამას ვეღარ გავუძლებ. შუადღე მწარეა ჩემთვის, იმიტომ, რომ ვიცი უშენოდ უნდა დაღამდეს. საღამო? ღამე? წამებაა, დიდი წამება.
დე მენატრები...
ოოო, რატომ ხდება ასე, რომ ცხოვრების ყოველ ეტაპზე რაღაც უნდა მივატოვო, რაღაც უნდა დავივიწყო... ყველა ასეა?! ძნელია ცხოვრება. დედა, იმედია მაპატიებ გულგრილობას, უწესობას, მოყენებულ ტკივილებს.
მჭირდები, დე...
ალბათ, დედა ყველას ძალიან უყვარს, ყველას ჭირდება გვერდით, მაგრამ, ცხოვრება დედას იმიტომ გვაშორებს, იმიტომ გვანატრებს, რომ გამოვისყიდოთ დაბადებისდროინდელი ტკივილი, დედისთვის მიყენებული.
მენატრები და ეს უნდა ვიგრძნო, თორემ შენი სიყვარული რა იქნება? ჩემი ტკივილი მე არ მასვენებს, შენ როგორ ხარ_მეთქი, არ გეკითხები, იმიტომ, რომ მოსმენა არ შემიძლია შენი...
მირჩევნია მენატრებოდე მხოლოდ ძველი მოგონებით, და ეს მოგონება არ განმიახლდეს, იმიტომ, რომ მონატრებაც გამიმძაფრდება და უფრო ვიტკივილებ უშენობას.
მენატრები...

მინდა მიყვარდეს!

მინდა მიყვარდეს, მინდა ვუყვარდე. მენატრებოდეს, ვენატრებოდე.
მეც მინდა ერთად ვსეირნობდეთ, ვსაუბრობდეთ, ღამით მთვარის შუქზე ერთად ვუცქერდეთ ვარსკვლავებს ჩახუტებულები, ერთად ვფიქრობდეთ, ერთმანეთზე ვფიქრობდეთ.
ეჭვიანობდეს, ბუზღუნებდეს, ტიროდეს მე კიდე ვამშვიდებდე, ვჩხუბობდეთ და ისევ ვრიგდებოდეთ, გამუდმებით ვსაუბრობდეთ, მე ჩემს სიხარულს ვუზიარებდე ის კი იცინოდეს ჩემს ხუმრობებზე.
ზამთარში, სიცივეში მათბობდეს. მინდა ვუყვარდე, ყოველ წამს ჩემი ალერსი და კოცნა სწყუროდეს. ყოველთვი ჩემთან, ჩემი ნახვა უნდოდეს, ჩემი ჩახუტება ენატრებოდეს.
ოცნებებს, ფიქრებს მიზიარებდეს. მინდა ერთად დავფრინავდეთ ღრუბლებში და არაფერზე ვფიქრობდეთ. მინდა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლოს ცხოვრება და ერთმანეთს ვუფრთხილდებოდეთ.
ერთმანეთს არაფერს ვუმალავდეთ, არ ვატყებდეთ, არ ვღალატობდეთ!
მინდა ჩემსავით ფიქრობდეს, ჩემსავით ბედნიერი მხოლოდ იმიტომ იყოს რომ მე ვყევარ.
ერთად ვცხოვრობდეთ, ერთმანეთის გულისცემა, ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდეს. მინდა მიყვარდეს, მინდა ვუყვარდე!

ჰმ! რა ტრაგიზმია, რა სენტიმენტალიზმი, რა დრამა მაგრამ რეალობა. არ ვიცი რამდენჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა თუ რატომ არავინ მიყვარს, რატომ არავისსადმი განვიცდი იმ გრძნობას რასაც სიყვარული ქვია. მე სიყვარულს ფიზიკურ ლტოლვას ვარქმევდი, მხოლოდ ფიზიკურ სიმპათიასთან ვაიგივებდი და ამით ვიმშვიდებდი თავს რომ ჩემი იდეალის შესაფერისი არავინ გამოჩენილა მაგრამ ეს პოსტი ხომ ნაწილობრივ ქილიკით და იუმორით დაიწერა, მაშინ პრობლემა ჩემშია?! არადა სულ ასე მემართება: ვინც მე “მიყვარდა” მას არ ვუყვარდი. ალბათ ცალმხრივი სიყვარულისთვის ვარ განწირული უკვე ყურს მობეზრდა ერთიდაიგივე ფრაზები, იგივე ჭკუის სწავლებები რომ სიყვარული თავისით მოდის, თავისით ხტება გულში და ა.შ. რამოდენიმემ მითხრა -შენს რომელიღაც პოსტში ამოვიკითხე გოგოს პირველი არასდროს ეუბნები რომ გიყვარსო და სწორედ ეს არის შენი პრობლემაო. ალბათ ასეც არის. არ ვიცი.
ერთხელ მეგობართან ერთად ქუჩაში მივდიოდი და გზად პატარა სკვერი გავიარეთ. მზიანი, ნათელი და თბილი დღე იყო, უკვე გაყვითლებული ფოთლები ცვიოდა ძირს, მოჩუქურთმებულ სკამებზე კი წყვილები ისეთი ბედნიერი თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს, ისე გულწრფელად გამოხატავდნენ სიყვარულს. მომინდა მეც, ერთ-ერთ სკამზე ვმჯდარიყავი მაგრამ ვისთან ერთად?! გავიფიქრე და ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ბრმად ვენდობი და რომელიც თავიდან ბოლომდე “მოხარშულს” მიცნობს ვკითხე:
-როგორ გგონია, რისი ბრალია სიყვარული რომ არ შემიძლია?!
 გაეცინა და ისეთი თვალებით შემომხედა მივხვდი რომ აშკარად გაუკვირდა ჩემგან ეს მოულოდნელი კითხვა,მაგრამ რამოდენიმე წუთში სრული სერიოზულობით მიპასუხა:
 -ეს გზა სულ ამაზე ფიქრობდი?! როგორ გითხრა, შეგიძლია სიყვარული მაგრამ ბრმა ხარ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შეგიძლია იმიტომ რომ სხვაგვარად არ იქნებოდი ასეთი ხასიათების (ხასიათებში რა იგულისხმა ვერ მივხვდი მაგრამ ჩაძიება დამეზარა), არ იქნებოდი თუნდაც დღეს აქ, არ იდგებოდი ჩემს გვერდით, ვერ/არ იარსებებდი! მაგრამ ბრმა ხარ იმიტომ რომ შენ ბევრს უყვარხარ, ხო ზუსტად იმ სიყვარულით და იმ გულით რასაც ახლა მეკითხები მაგრამ ვერ ამჩნევ (შემდეგ ჩამომითვალა რამოდენიმე ადამიანის სახელები რომლესაც აქ შეგნებულად არ დავწერ), რადგან არ გიყვარს ეს იმას არ ნიშნავს რომ სიყვარული არ შეგიძლია. უბრალოდ ეგ ყველაზე საზიზღარი ჩვევა უნდა მოიშორო, რაც შენში ყველაზე ძალიან მაღიზიანებს, ზოგჯერ ისეთი ამაყი ხარ შენს გვერდით თავი გაყიდული მონა მგონია (ეს ისე თქვა და ისე გაიცინა რომ მეც თავი ვეღარ შევიკავე), ზოგჯერ უნდა დაძლიო (ალბათ მას ეს ჩემი კომპლექსი გონია) ეს “სიამაყე” და უთხრა რომ გიყვარს, ზოგჯერ მინიმუმ უნდა აგრძნობინო “მას” შენი სითბო.
-მაგრამ ვის?! პასუხით გაკვირვებულმა ძლივს ჩავაკვეხე სიტყვა მაგრამ მან თითქოს ვერ გაიგო და განაგრძო
 -არადა შენ რომ ბრმა არ იყო აი ზუსტად აი იქ იჯდებოდი შენც (და თავის გაქნევით ერთ-ერთ სკამზე მანიშნა სადაც რამოდენიმე ნაბიჯში ქალი სხვადასხვა ფერის და ზომის, აშკარად ნაზ და სურნელოვან ყვავილებს ყიდიდა) ერთ-ერთ სკამზე ბედნიერი მასთან ერთად (ისევ სახელები ჩამომითვალა) და იფიქრებდი რომ ცოტაც კმარა სრული ბედნიერებისთვის!
 ასეთ პაუხს მისგან ნამდვილად არ მოველოდი და მთელი გზა თითქოს ყელში ბურთი მქონდა გჩხერილი, მათზე (ზემოთ ჩამოთვლილ სახელებზე) ვფიქრობდი და სათითაოდ წარმოვიდგინე როგორ ვზივარ მათთან ერთად ჩახუტებული სკამზე მაგრამ ვერ შევძელი, ბოლომდე მაინც ვერ აღვიქვი საკუთარი თავი! მაინც ვერ წარმოვიდგინე მათ გვერდით თავი! (არადა ერთ-ერთი ნამდვილად ჩემი იდეალია ) არ ვიცი, როგორც ყოველთვის აქაც დავიბენი, როგორც ყოველთვის ისევ თავგზა ამებნა მაგრამ ვიცი რომ უბრალოდ მინდა ვუყვარდე და მინდა მიყვარდეს! ორმხრივი, ნამდვილი და ძლიერი სიყვარულით!

вторник, 18 октября 2011 г.

გილოცავ! :*

”დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,
სადა, უბრალო სიტყვებით ნათქვამს
ალბათ მიხვდები, ყველაზე კარგად... 

მეგობარს ნამდვილს, მეგობარს უცხოს,
მაგრამ უამრავ ნაცნობზე ახლოს
გისურვებ ლამაზ სიცოცხლეს მარად,
ოქტომბრის ფერთაღამებისთანას...

ბედნიერებას-ულევს, უსაზღვროს...
წარმატებების მწვერვალზე ასვლას...
სიყვარულს-სპეტაკს, ერთგულს, წამლეკავს,
ამ გაზაფხულის წვიმების მსგავსად.

ნათელს, უღრუბლოს, თბილს და მხიარულს
აყვავებული ვაშლების მაგვარს...

დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,
ვბედავ ვიფიქრო და იმედი მაქვს,
ჩემგან სახსოვრად დაგრჩება მარად...”

суббота, 15 октября 2011 г.

მოკითხვა

აბა, ჩემო ყოფილო თანაპლანეტელებო, როგორ მყავხართ? როგორც ვატყობ კარგად და , რაც მთავარია, ძველებურად. არაფერი არ შეცვლილა. ისევ ის აზრები, ისევ ის მიზნები, ისევ ის სურვილები, ისევ ის ხერხები ამ სურვილების ასასრულებლად და მიზნების მისაღწევად. ისევ ის გაცვეთილი სიტყვები.ისევ ის ყალბი მზერები.ყალბი დაპირებები.ყალბი ღიმილ-სიცილები. ისევ ის დაჩლუნგებული გრძნობები, ფიტულებად ქცეული ორფეხა არსებები, მოარული მძორები…სტომაქს მიჩერებული უსულო პატარა ადამის მოდგმა…
გიყურებთ და აღარც კი მჯერა, რომ მეც თქვენგანი ვიყავი ერთ დროს. რომ თქვენთან ვცხოვრობდი.
გახსენებაც არ მინდა.
როგორ იცით ხოლმე? რომ დასხდებით(ან დადგებით) და ბრძნულად ბჭობთ სამოთხე-ჯოჯოხეთის რაობაზე და მათში მოსახვედრელ ვიზებზე.
რა სასაცილოები ხართ! და საცოდავები! როგორ გიყვართ ფორმულები, დოგმები, ჩარჩოები და სიახლეზე ფიქრიც კი გკლავთ!
ბორიალობთ მაგ თქვენს მაძღარ ან გასაძღებ ცხოვრებაში და გინდათ აქაც, სანამ სუნთქავთ, სამოთხეს დაამგვანოთ საკუთარი ყოფა, თუნდაც სხვებისთვის ამ ყოფის ჯოჯოხეთად ქცევის ხარჯზე და მერე იქაც სამოთხის პრეტენზია გაქვთ!
ნეტა ის მაინც თუ იცით, რაა ან ერთი და ან მეორე? ალბათ დიდი ღობით გამიჯნული ადგილები გგონიათ არა? ერთში სულ მზეა, უსაქმურობა და დროსტარება, მეორეში კი ბნელა და დიდი ქვაბში ხარშავენ თქვენთვის არმოსაწონებს არა?
მინდა მძულდეთ, მაგრამ უკვე ამის ღირსებიც არ ხართ! მეცოდებით კი ძალიან.
ჩემი ჯოჯოხეთი მანდ იყო.ის წლები არ იყო მარადისობა, მაგრამ უდრიდა კი ტანჯვის სიმრავლით და ხარისხით. აბა რა წამოვიღე თქვენგან ან თქვენი დამპალი დედამიწისგან ისეთი, რომ მეძვირფასებოდეს და მანატრებდეს თქვენთან ყოფნას? არც არაფერი. როდის იყო ტკივილი, იმედგაცრუება, ტყუილი, დაკარგვა, ძარცვა-გლეჯა, ჩაგვრა, ბოღმა, შური და ასეთები ენატრებოდა და ენანებოდა ვინმეს?
სამოთხე თქვენგან შორს ყოფნაა, თქვენი ყალბი სახეების არდანახვა, თქვენი ყიყინის არმოსმენა, თქვენი დემაგოგიის და უაზრობის არგაგებაა.
ან აქამდე რა მაჩერებდა უცხოს უცხოთა შორის?
ახლა ისე შორს ვარ თქვენგან, ვერაფერს დამიშავებთ. ვერც ბინძური ხელებით მომწვდებით და ვერც შხამიანი ხმით მომწავლავთ!
დავყურებ ამ გახრწნილ სფეროს და ვხედავ, როგორ იხრწნებით ცოცხლად. მატლები დაგდით, ჩირქი გდით დამსკდარი სხეულებიდან, თვალების ნაცვლად ცარიელი ფოსოები დაგრჩენიათ და იქიდანაც მატლები მოღოღავენ. ყარხართ და თქვენი სიდამპლის და სიმყრალის სუნი აქამდეც კი აღწევს ხანდახან.
კარგია უთქვენობა!
კარგია შორს ყოფნა!
ეჰ, მეგობრებო, მეგობრებო, როგორ მიყვარდით და ვკარგავდი ტყუილად დროს!
ეჰ, მეგობრებო, მეგობრებო, როგორ მძულდით და ისევ უაზროდ ვკარგავდი დროს!
ახ, რა კარგია, მეგობრებო, მე თქვენ მკიდიხართ ყველა!
ჯოჯოხეთი-განსაწმენდელი-სამოთხე-ასე იცით ხო? გინდათ ჩემი ვერსია?
სიყვარული-სიძულვილი-დაკიდება! აი ესაა სწორი!
მოკლედ, აბა, ჩემო დაკიდებულებო, კარკად იყავით!და არც არასდროს ამოყნოსოთ აქ, ჩემთან! მცდელობასაც გიკრძალავთ!
როგორ იცით?»გკოცნი»,»გეხვევი» და ასეთები ხო?
ჩემი ვერსია:
აბა კარგად, გაფურთხ-გაწიტებთ აწ და მარადის.
თქვენი «უცხო»-ნეომარსიანელი.

четверг, 13 октября 2011 г.

ჭორიკნებო..გელოდებით!

უბრალოდ ამოვიდა ყველაფერი ყელში!! ამას იმიტომ ვწერ რომ ეხლა მაინც გაიგოთ ყველამ ის რისი გაგებაც ადრე ან არ გინდოდათ ან მართლა ვერ იგებდით! მიკვირს აი რითი იყო ჩემი ცხოვრება თქვენსაზე საინტერესო, რომ ჩემი ცხოვრების ერთი დღეც კი არ დაგიტოვებიათ გაჭორვის გარეშე, იცით ზოგჯერ ვფიქრობდი უჩემოდ ცხოვრება გაუჭირდებათ თქო და ალბათ გიჭირთ კიდეც .. მე ვიცი რატომ ჭორაობდით ჩემზე, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება ბევრად "საინტერესო" იყო თქვენსასზე! მე სიყვარული შემეძლო და ამის უნარი ეხლაც არ დამიკარგავს, აქაურ ცხოვრებაშიც არის სიყვარული და გრძნობები აქაც გააჩნია ხალხს, უბრალოდ ვერ გამოვხატავთ რადგან ამის საშუალება უბრალოდ არ არის! იცით გული მერევა თქვენზე აქიდანვე! დგახართ ჩემს საფლავთან და ცრემლად იღვრებით ვითომ დაგენანეთ, მაგრამ არა, მართლა დაგენანეთ და იცით გულში რას ფიქრობთ- „ეეჰ რა კარგი საჭორაო თემა დაგვეკარგაო!“ ვიღაზე იჭორავებთ დღეიდან! თქვენ ხომ თქვენი ცხოვრება ამოწურეთ და ეხლა სხვას უმწარებთ სიცოცხლეს! ამისათვის დაიბადეთ! ბრბო ხართ, ნამდვილი ბრბო!

ჩემს საქციელს არ ვნანობ... გაინტერესებთ რატომ? - იმიტომ, რომ თქვენც აქ მოხვალთ, სხვისი სიცოცხლის გამწარებისათვის თქვენც აქ მოხვდებით „ჯოჯოხეთში’’ ... აქ ცივა და ყველაფერი შავ ფერებშია, მე თქვენ მომახვედრეთ აქ .... თქვენ მიმიყვანეთ პიკამდე .. და ასე რომ მე ეხლა თქვენ გაგიმწარებთ ცხოვრებას ... ისევე როგორც თქვენ გაგვამწარეთ ჩვენ ... მე და ის .. ხოო ხოო იის ... ისიც აქაა ... ჩემთანაა .. რა მნიშვნელობა აქვს აქ თუ იქ?-ჩვენ მაინც ერთად ვართ .. სიყვარულმა გაიმარჯვა.. გელოდებით ჭორიკნებო ყველას აქ გელოდებით .. ამ სიცივესა და უფერულობაში ...

вторник, 4 октября 2011 г.

ჩემი ცხოვრება შენით დაიწყო და თქვენით გრძელდება...


ჩემი ცხოვრება შენით დაიწყო...
  გახსოვს ხელიხელჩაკიდებულები რომ დავრბოდით ბაღის ეზოში ?? გახსოვს მგელობანას და დახუჭობანას რომ ვთამაშობდით ?? გახსოვს ჭამა რომ არ გვიყვარდა და დედიკო სულ უკან რომ დაგვზდევდა – ოღონდ გვეჭამა.. გახსოვს ?? გახსოვს ხეებზე რომ დავძვრებოდით ?? გახსოვს კონკიას და წითელქუდას რომ ვკითხულობდით ?? თუმცა პრინცესობა არ გინდოდა შენ, არც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე გიოცნებია.. ჩვენ ჯადოსნური ჯოხი გვინდოდა – გახსოვს ? ვიძახდით, ჯადოსნური ჯოხი რომ გვქონდეს, გრძელი თმები გვექნებოდაო :დ თოჯინებს ავალაპარაკებდითო,ხოლო მანქანები თავისით დაიწყებდნენ სიარულს.. ყველა წიგნს წავიკითხავდითო.. დროში ვიმოგზაურებდითო.. ვიძახდით დიდები გავხდებოდით ჯადოსნური ჯოხი, რომ გვქონოდაოოო.. რა ვიცოდი, ასე თუ გამიჭირდებოდა ბავშვობისთვის ხელის დაქნევა და დამშვიდობება.
 ახლა კიდევ, როგორც არასდროს ისე ვგრძნობ “დიდობის” მოახლოებას.. ხელის თითების წვერებითღა გიკავშირდები.. ისევ ერთად ვითამაშებდით თოჯინებით და მანქანებით,ან ბურთს.. ჯადოსნური ჯოხის გარეშე წავიკითხავდით წიგნებს.. იმ “ვარდისფერი სათვალეების” მოხსნაც არ დამჭირდებოდა, ცხოვრებას მხოლოდ ლამაზი მხრიდან რომ გაჩვენებს.   ბავშვობა, დიდობა, სიბერე. კეთილი და ბოროტი. ცუდი და კარგი. თეთრი და შავი. დღე და ღამე. სულ ყველაფერი უნდა შეიცვალოს. შინაგანი სამყაროს და თვალების გარდა. პასუხისმგებლობებისაგან უნდა დავმძიმდე და სხვებივით მეც წელში უნდა მოვიხარო, ამ სიმძიმისაგან დამძიმებულმა. ცხოვრება უნდა ვისწავლო. საკუთარი თავის რწმენა უნდა მომემატოს, თავდაჯერებული უნდა გავხდე, პიროვნულად უნდა გავძლიერდე, თორემ – ხალხი ბრბოა. თუ არ ვიბრძოლებ – გადამივლიან. მარტივი ლოგიკაა. იბრძოლე და გადარჩები.

ახლა უკვე დედა ხარ და თამუს  რომ ვუყურებ, 100%-იანი შენ ხარ. გინდ გარეგნობით, გინდ ხასიათით. მიყვარხარ!