ჩემი ცხოვრება შენით დაიწყო...
გახსოვს ხელიხელჩაკიდებულები რომ დავრბოდით ბაღის ეზოში ?? გახსოვს მგელობანას და დახუჭობანას რომ ვთამაშობდით ?? გახსოვს ჭამა რომ არ გვიყვარდა და დედიკო სულ უკან რომ დაგვზდევდა – ოღონდ გვეჭამა.. გახსოვს ?? გახსოვს ხეებზე რომ დავძვრებოდით ?? გახსოვს კონკიას და წითელქუდას რომ ვკითხულობდით ?? თუმცა პრინცესობა არ გინდოდა შენ, არც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე გიოცნებია.. ჩვენ ჯადოსნური ჯოხი გვინდოდა – გახსოვს ? ვიძახდით, ჯადოსნური ჯოხი რომ გვქონდეს, გრძელი თმები გვექნებოდაო :დ თოჯინებს ავალაპარაკებდითო,ხოლო მანქანები თავისით დაიწყებდნენ სიარულს.. ყველა წიგნს წავიკითხავდითო.. დროში ვიმოგზაურებდითო.. ვიძახდით დიდები გავხდებოდით ჯადოსნური ჯოხი, რომ გვქონოდაოოო.. რა ვიცოდი, ასე თუ გამიჭირდებოდა ბავშვობისთვის ხელის დაქნევა და დამშვიდობება.
ახლა კიდევ, როგორც არასდროს ისე ვგრძნობ “დიდობის” მოახლოებას.. ხელის თითების წვერებითღა გიკავშირდები.. ისევ ერთად ვითამაშებდით თოჯინებით და მანქანებით,ან ბურთს.. ჯადოსნური ჯოხის გარეშე წავიკითხავდით წიგნებს.. იმ “ვარდისფერი სათვალეების” მოხსნაც არ დამჭირდებოდა, ცხოვრებას მხოლოდ ლამაზი მხრიდან რომ გაჩვენებს. ბავშვობა, დიდობა, სიბერე. კეთილი და ბოროტი. ცუდი და კარგი. თეთრი და შავი. დღე და ღამე. სულ ყველაფერი უნდა შეიცვალოს. შინაგანი სამყაროს და თვალების გარდა. პასუხისმგებლობებისაგან უნდა დავმძიმდე და სხვებივით მეც წელში უნდა მოვიხარო, ამ სიმძიმისაგან დამძიმებულმა. ცხოვრება უნდა ვისწავლო. საკუთარი თავის რწმენა უნდა მომემატოს, თავდაჯერებული უნდა გავხდე, პიროვნულად უნდა გავძლიერდე, თორემ – ხალხი ბრბოა. თუ არ ვიბრძოლებ – გადამივლიან. მარტივი ლოგიკაა. იბრძოლე და გადარჩები.
ახლა უკვე დედა ხარ და თამუს რომ ვუყურებ, 100%-იანი შენ ხარ. გინდ გარეგნობით, გინდ ხასიათით. მიყვარხარ!


Комментариев нет:
Отправить комментарий