среда, 19 октября 2011 г.

მინდა მიყვარდეს!

მინდა მიყვარდეს, მინდა ვუყვარდე. მენატრებოდეს, ვენატრებოდე.
მეც მინდა ერთად ვსეირნობდეთ, ვსაუბრობდეთ, ღამით მთვარის შუქზე ერთად ვუცქერდეთ ვარსკვლავებს ჩახუტებულები, ერთად ვფიქრობდეთ, ერთმანეთზე ვფიქრობდეთ.
ეჭვიანობდეს, ბუზღუნებდეს, ტიროდეს მე კიდე ვამშვიდებდე, ვჩხუბობდეთ და ისევ ვრიგდებოდეთ, გამუდმებით ვსაუბრობდეთ, მე ჩემს სიხარულს ვუზიარებდე ის კი იცინოდეს ჩემს ხუმრობებზე.
ზამთარში, სიცივეში მათბობდეს. მინდა ვუყვარდე, ყოველ წამს ჩემი ალერსი და კოცნა სწყუროდეს. ყოველთვი ჩემთან, ჩემი ნახვა უნდოდეს, ჩემი ჩახუტება ენატრებოდეს.
ოცნებებს, ფიქრებს მიზიარებდეს. მინდა ერთად დავფრინავდეთ ღრუბლებში და არაფერზე ვფიქრობდეთ. მინდა ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლოს ცხოვრება და ერთმანეთს ვუფრთხილდებოდეთ.
ერთმანეთს არაფერს ვუმალავდეთ, არ ვატყებდეთ, არ ვღალატობდეთ!
მინდა ჩემსავით ფიქრობდეს, ჩემსავით ბედნიერი მხოლოდ იმიტომ იყოს რომ მე ვყევარ.
ერთად ვცხოვრობდეთ, ერთმანეთის გულისცემა, ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდეს. მინდა მიყვარდეს, მინდა ვუყვარდე!

ჰმ! რა ტრაგიზმია, რა სენტიმენტალიზმი, რა დრამა მაგრამ რეალობა. არ ვიცი რამდენჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა თუ რატომ არავინ მიყვარს, რატომ არავისსადმი განვიცდი იმ გრძნობას რასაც სიყვარული ქვია. მე სიყვარულს ფიზიკურ ლტოლვას ვარქმევდი, მხოლოდ ფიზიკურ სიმპათიასთან ვაიგივებდი და ამით ვიმშვიდებდი თავს რომ ჩემი იდეალის შესაფერისი არავინ გამოჩენილა მაგრამ ეს პოსტი ხომ ნაწილობრივ ქილიკით და იუმორით დაიწერა, მაშინ პრობლემა ჩემშია?! არადა სულ ასე მემართება: ვინც მე “მიყვარდა” მას არ ვუყვარდი. ალბათ ცალმხრივი სიყვარულისთვის ვარ განწირული უკვე ყურს მობეზრდა ერთიდაიგივე ფრაზები, იგივე ჭკუის სწავლებები რომ სიყვარული თავისით მოდის, თავისით ხტება გულში და ა.შ. რამოდენიმემ მითხრა -შენს რომელიღაც პოსტში ამოვიკითხე გოგოს პირველი არასდროს ეუბნები რომ გიყვარსო და სწორედ ეს არის შენი პრობლემაო. ალბათ ასეც არის. არ ვიცი.
ერთხელ მეგობართან ერთად ქუჩაში მივდიოდი და გზად პატარა სკვერი გავიარეთ. მზიანი, ნათელი და თბილი დღე იყო, უკვე გაყვითლებული ფოთლები ცვიოდა ძირს, მოჩუქურთმებულ სკამებზე კი წყვილები ისეთი ბედნიერი თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს, ისე გულწრფელად გამოხატავდნენ სიყვარულს. მომინდა მეც, ერთ-ერთ სკამზე ვმჯდარიყავი მაგრამ ვისთან ერთად?! გავიფიქრე და ბავშვობის მეგობარს, რომელსაც ბრმად ვენდობი და რომელიც თავიდან ბოლომდე “მოხარშულს” მიცნობს ვკითხე:
-როგორ გგონია, რისი ბრალია სიყვარული რომ არ შემიძლია?!
 გაეცინა და ისეთი თვალებით შემომხედა მივხვდი რომ აშკარად გაუკვირდა ჩემგან ეს მოულოდნელი კითხვა,მაგრამ რამოდენიმე წუთში სრული სერიოზულობით მიპასუხა:
 -ეს გზა სულ ამაზე ფიქრობდი?! როგორ გითხრა, შეგიძლია სიყვარული მაგრამ ბრმა ხარ! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. შეგიძლია იმიტომ რომ სხვაგვარად არ იქნებოდი ასეთი ხასიათების (ხასიათებში რა იგულისხმა ვერ მივხვდი მაგრამ ჩაძიება დამეზარა), არ იქნებოდი თუნდაც დღეს აქ, არ იდგებოდი ჩემს გვერდით, ვერ/არ იარსებებდი! მაგრამ ბრმა ხარ იმიტომ რომ შენ ბევრს უყვარხარ, ხო ზუსტად იმ სიყვარულით და იმ გულით რასაც ახლა მეკითხები მაგრამ ვერ ამჩნევ (შემდეგ ჩამომითვალა რამოდენიმე ადამიანის სახელები რომლესაც აქ შეგნებულად არ დავწერ), რადგან არ გიყვარს ეს იმას არ ნიშნავს რომ სიყვარული არ შეგიძლია. უბრალოდ ეგ ყველაზე საზიზღარი ჩვევა უნდა მოიშორო, რაც შენში ყველაზე ძალიან მაღიზიანებს, ზოგჯერ ისეთი ამაყი ხარ შენს გვერდით თავი გაყიდული მონა მგონია (ეს ისე თქვა და ისე გაიცინა რომ მეც თავი ვეღარ შევიკავე), ზოგჯერ უნდა დაძლიო (ალბათ მას ეს ჩემი კომპლექსი გონია) ეს “სიამაყე” და უთხრა რომ გიყვარს, ზოგჯერ მინიმუმ უნდა აგრძნობინო “მას” შენი სითბო.
-მაგრამ ვის?! პასუხით გაკვირვებულმა ძლივს ჩავაკვეხე სიტყვა მაგრამ მან თითქოს ვერ გაიგო და განაგრძო
 -არადა შენ რომ ბრმა არ იყო აი ზუსტად აი იქ იჯდებოდი შენც (და თავის გაქნევით ერთ-ერთ სკამზე მანიშნა სადაც რამოდენიმე ნაბიჯში ქალი სხვადასხვა ფერის და ზომის, აშკარად ნაზ და სურნელოვან ყვავილებს ყიდიდა) ერთ-ერთ სკამზე ბედნიერი მასთან ერთად (ისევ სახელები ჩამომითვალა) და იფიქრებდი რომ ცოტაც კმარა სრული ბედნიერებისთვის!
 ასეთ პაუხს მისგან ნამდვილად არ მოველოდი და მთელი გზა თითქოს ყელში ბურთი მქონდა გჩხერილი, მათზე (ზემოთ ჩამოთვლილ სახელებზე) ვფიქრობდი და სათითაოდ წარმოვიდგინე როგორ ვზივარ მათთან ერთად ჩახუტებული სკამზე მაგრამ ვერ შევძელი, ბოლომდე მაინც ვერ აღვიქვი საკუთარი თავი! მაინც ვერ წარმოვიდგინე მათ გვერდით თავი! (არადა ერთ-ერთი ნამდვილად ჩემი იდეალია ) არ ვიცი, როგორც ყოველთვის აქაც დავიბენი, როგორც ყოველთვის ისევ თავგზა ამებნა მაგრამ ვიცი რომ უბრალოდ მინდა ვუყვარდე და მინდა მიყვარდეს! ორმხრივი, ნამდვილი და ძლიერი სიყვარულით!

Комментариев нет:

Отправить комментарий